საველე სამუშაოები
იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არ არსებობს გეომონაცემთა ბაზაზე მიბმული ინფორმაცია თითოეულ შენობაში და საცხოვრისში მოსახლეობის ფაქტიური რაოდენობის შესახებ, 2013 წელს დაგეგმილია I ეტაპის საველე სამუშაოების განხორციელება, კერძოდ, თითოეულ დასახლებაში შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენა ციფრული კარტოგრაფიული მასალის გამოყენებით. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს წინასწარ დადგინდეს თითოეულ შენობაში მოსახლეობის რაოდენობა. აღნიშნული კომპონენტის გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს ქვეყნის სააღწერო დარაიონება. ამ უკანასკნელზე კი დამოკიდებულია აღწერის ჩატარებისას (მონაცემთა შეგროვების მომენტში) მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვის უზრუნველყოფა და საველე სამუშაოების მონიტორინგი.
დიაგრამა #1
I ეტაპის საველე სამუშაოების სტრუქტურა
I ეტაპის საველე სამუშაოებზე დასაქმებული პერსონალის სავარაუდო რაოდენობა განისაზღვრა 3500-ზე მეტი პერსონალით (იხ. დიაგრამა #1). ეს რაოდენობა დაზუსტდება იმის შემდეგ, როდესაც მომზადდება დეტალური კარტოგრაფიული მასალა თითოეული დასახლებისათვის და ქვეყანა დაიყოფა მცირე სარეგისტრაციო უბნებად.
ზემოაღნიშნული ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები (მუნიციპალიტეტები, თვითმმართველი ქალაქი, თემი, სოფელი) იყოფა, სააღწერო სექტორებად, საინსტრუქტორო და სააღწერო უბნებად. სააღწერო სექტორის, საინსტრუქტორო და სააღწერო უბნების სიდიდე დგინდება მოცემული ტერიტორიის განაშენიანების ხასიათით და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ეს უკანასკნელი მიიღება 2013 წელს და 2014 წლის პირველ ნახევარში დაგეგმილი, თითოეულ დასახლებაში შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენის შემდეგ.(გარდა იმ დასახლებებისა, სადაც არ არის გეოგრაფიულ-საინფორმაციო სისტემაში დამუშავებული ციფრული კარტოგრაფიული მასალა).
სააღწერო პერსონალის რაოდენობა (2014 წლის 5-19 ნოემბრის პერიოდში) წინასწარი გათვლებით შეადგენს 15 ათასზე მეტ კაცს. სააღწერო პერსონალის კატეგორიები განსაზღვრულია შემდეგნაირად (იხილეთ დიაგრამა 2):
ა) რეგიონული ზედამხედველი - სამოქმედო ტერიტორია ემთხვევა დღესდღეობით არსებულ რეგიონულ დაყოფას (მაგ. Qქ. თბილისი, აჭარის ა.რ., გურია, იმერეთი და ა.შ.), კოორდინაციას უწევს აღწერის ღონისძიებების მომზადებას და განხორციელებას აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ბ) მუნიციპალური ზედამხედველი - სამოქმედო ტერიტორია ემთხვევა დღესდღეობით არსებულ თვითმმართველ ერთეულს – მუნიციპალიტეტს და 4 თვითმმართველ ქალაქს (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი), ქ. თბილისის შიდა საქალაქო რაიონებს, კოორდინაციას უწევს აღწერის ღონისძიებების მომზადებას და ჩატარებას აღნიშნულ ტერიტორიაზე.
დ) სააღწერო სექტორის ზედამხედველი - ახორციელებს აღწერის საველე სამუშაოების ზედამხედველობას და საქსტატის მიერ აღწერის საქმიანობებისათვის დადგენილ სამოქმედო ტერიტორიაზე აღწერის მაღალორგანიზებულად მომზადებას და ჩატარებას. ერთ სააღწერო სექტორში საშუალოდ შედის 7 საინსტრუქტორო უბანი ინსტრუქტორ-კონტროლიორი - ახორციელებს აღმწერების ზედამხედველობას და პირველადი მონაცემების ხარისხის კონტროლს საქსტატის მიერ აღწერის საქმიანობებისათვის დადგენილ სამოქმედო ტერიტორიაზე. საინსტრუქტორო უბანში საშუალოდ შედის 5 სააღწერო უბანი
ე) აღმწერი - ახორციელებს პირველად მონაცემთა შეგროვებას, საქსტატის მიერ აღწერის საქმიანობებისათვის დადგენილ სამოქმედო ტერიტორიაზე.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალმთიანი და მეჩხერად დასახლებული ტერიტორებისათვის ზემოაღნიშნული დატვირთვის ნორმები საველე პერსონალის სხვადასხვა კატეგორიისათვის დგინდება ინდივიდუალურად, ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობის, რელიეფისა და მოსახლეობის განფენილობის გათვალისწინებით. D
დიაგრამა 2
II ეტაპის საველე სამუშაოების სტრუქტურა