მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა გავიგოთ რამდენი ვართ!!!

  • ქართული
  • english
search
  • მთავარი
  • აღწერის შესახებ
  • შედეგები
  • პუბლიკაციები
  • მეთოდოლოგია
  • მედია
  • კონტაქტი

აღწერის შესახებ

  • საკოორდინაციო სამთავრობო კომისია
  • აღწერის მიზანი
  • აღწერის თარიღი
  • სამართლებრივი საფუძვლები
  • მოქალაქეთა ვალდებულება
  • ინდივიდუალური მონაცემების დაცვა
  • ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
  • სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება
  • ახალი ტექნოლოგიების გამოყენება
  • 2007 წლის საცდელი აღწერა
  • ხშირად დასმული კითხვები
  • საველე სამუშაოები
  • სამოქმედო გეგმა

სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის კვლევის ობიექტს ინდივიდთან ერთად წარმოადგენს შინამეურნეობა. ეს უკანასკნელი მოიცავს ადამიანთა ერთობლიობას, რომელიც ექვემდებარება ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით) და ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობებით.
იმის გამო, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო აქტიურობა და პროდუქციის წარმოება ძირითადად ხორციელდება შინამეურნეობების სექტორში და ამასთან ერთად, საქსტატი ეყრდნობა რა გაეროს 2010 წლის აღწერების რაუნდისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებს , დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილად თვლის მოსახლეობის აღწერის ჩატარებისას (5-19 ნოემბრის პერიოდში) სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, შეაგროვოს ასევე ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. კითხვარის მეშვეობით მიიღება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.
ამასთან ერთად, შერჩევის ბაზა, რომელსაც ემყარება სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევა მოძველებულია და მოითხოვს განახლებას. მისი ძირითადი ნაწილი მიღებულია 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად და სასოფლო მეურნეობათა იქ მითითებული მახასიათებლებიდან ბევრი უკვე აღარ შეესაბამება რეალობას. ყოველივე ზემოთქმული მნიშვნელოვნად ამცირებს სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის შედეგების სიზუსტეს. ამდენად აშკარაა, რომ გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს შერჩევის ბაზის განახლება, რაც მიიღწევა კიდეც მოსახლეობის აღწერაში სასოფლო-სამეურნეო მოდულის ჩართვით. აღნიშნული ქმედებით მიღებული იქნება განახლებული შერჩევის ბაზა სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევისათვის, რაც არსებითად გააუმჯობესებს აღნიშნული გამოკვლევის ხარისხს.

ბანერი1
4
ბანერი2
© 2013, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური